სასტუმროების სექტორი მიმდინარე დინამიკა

24 Jul, 2020
image
  • შიდა ტურიზმის ხარჯზე სასტუმროებში ივლისის დატვირთულობა იზრდება, მიმდინარე ჯავშნებით მოსალოდნელი დატვირთულობა დიდ სასტუმროებში თბილისში 4%, ზღვისპირეთში 13%, სხვა რეგიონებში 16%, ხოლო კახეთში 28%-ია
  • ივლისში მცირე სასტუმროებში, მიმდინარე ჯავშნებით კახეთი ლიდერობს (22%), ზღვისპირეთის დატვირთულობა 13%, ხოლო სხვა რეგიონების 10%-ია
  • აგვისტოდან ჯავშნები მეტწილად უცხოელების მიერ, COVID-მდეა გაკეთებული. მათი გაუქმება, ნაწილობრივ ჩანაცვლებაა მოსალოდნელი
  • დიდ სასტუმრობში ჯამურად ოთახის ფასის (ADR) მაღალი ფასდაკლებები გვხვდება (საშუალოდ 30-45% სხვადასხვა რეგიონისთვის) თუმცა ფასდაკლებებით ზღვისპირეთის მცირე სასტუმროები ლიდერობენ (საშუალოდ -50%)
  • ოთახის ფასში მოცულობითი ფასდაკლებების ფონზე, მნიშვნელოვანია სხვა შემოსავლების შენარჩუნება. ბოლო 30 დღის მანძილზე სასტუმროების რესტორნების, ბარების, და სხვა შემოსავლების ბრუნვა მხოლოდ -60%-ით არის წლიურად შემცირებული და შედარებით სწრაფი აღდგენის დინამიკას უჩვენებს
  • აღდგენა მეტად რეგიონებში მიმდინარეობს (-68%), თბილისთან ახლოს, ან საზაფხულო დანიშნულების ადგილებში, ხოლო თბილისში ხარჯვა თითქმის განულებულია (-96%)
  • 2020 წელს სასტუმროების საშუალო დოლარის ფასის (ADR), დატვირთულობის და ოთახის შემოსავლის (RevPAR) წლიურად -30%, -80% და -85%-ით შემცირებაა მოსალოდნელი, შესაბამისად
  • დატვირთულობა 2019 წლის დონეს 2022 წელს დაუბრუნდება, ხოლო ფასის 0-5%-მდე კლება შენარჩუნდება 2019 წელთან შედარებით
Start a conversation