აღდგენის დინამიკა

24 Jul, 2020
image
  • შედარებით ნელი კვირა იპოთეკის გაცემაში, თუმცა თბილისში რეგისტრირებული ბინის ყიდვის ტრანზაქციები ნელ გაუმჯობესების ტრენდს ინარჩუნებს
  • მიმდინარე ჯავშნებით ივლისში 4% დატვირთულობაა მოსალოდნელი თბილისში, 13% ბათუმში, 28% კახეთში და 16% სხვა რეგიონებში (ქუთაისის, ბორჯომის და ყაზბეგის ჩათვლით)
  • დატვირთულობა უფრო დაბალია მცირე და საშუალო სასტუმროებში, სადაც კახეთი ლიდერობს 22%-ით
  • უკანასკნელი ორი კვირაა რესტორნებში უნაღდო დანახარჯები მცირდება და ივლისის მესამე კვირაში ცვლილებამ წ/წ -30% შეადგინა
  • ფიტნესზე უნაღდო დანახარჯებში დიდი მატება ფიქსირდება და წლიური ცვლილება -18%-ს შეადგენს, წინა კვირაში დაფიქსირებულ -63%-თან შედარებით
  • საგარეო გადარიცხვები თიბისი ბანკის არხების მეშვეობით ივლისის მეორე კვირაში წ/წ 18%-ით გაიზარდა
  • GOOGLE-ის მობილობის ინდექსი სამუშაო ადგილის და სამგზავრო სადგურების გარდა მეტწილად აღდგენილია
Start a conversation