COVID-19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე: ივნისის განახლება

25 Jun, 2020
image
  • საერთაშორისო ბაზრებზე განწყობა შედარებით მოკლე რეცესიაზე მიუთითებს
  • საერთო გაუმჯობესებასთან ერთად, რეგიონის ქვეყნებში ეპიდ-სიტუაცია კვლავ რთულია, რამაც საზღვრების გახსნის გადადება გამოიწვია. წინა შეფასებასთან შედარებით, 2020 წლის ტურისტული შემოდინებების პროგნოზი გაუარესებულია
  • ტურისტული შემოდინებების და FDI-ს პროგნოზის გაუარესების, და მოსალოდნელზე ნაკლები ფისკალური სტიმულის ეფექტს ექსპორტის და გზავნილების შედარებით გაუმჯობესებული მოლოდინები აბალანსებს. ჯამურად საბაზო სცენარით 2020-21 წლებში ეკონომიკური ზრდის მოლოდინი უცვლელია: 2020 წელს ეკონომიკა 4.5-5.5%-ით შემცირდება, ხოლო 2021 წელს ზრდა 5.0-6.0% ფარგლებშია
  • მომდევნო თვეებში სავალუტო დანაკლისის გაზრდაა მოსალოდნელი, თუმცა ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი გაუფასურება ნაკლებსავარაუდოა, რადგან ვალუტის მიწოდება ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიერ განხორციელდება
  • მაისის პროგნოზთან შედარებით შემცირდა ინფლაციის (5.0%-დან 4.5%-მდე) და რეფინანსირების განაკვეთის (8.0%-დან 7.75%-მდე) მოლოდინები
  • 2020წ. თებერვალთან შედარებით, მაისში ხელფასი დაქირავებით დასაქმებულთა 11%-ს არ ჩაერიცხა, რაც 91,000 ადამიანს შეადგენს; აპრილთან შედარებით, ეს რიცხვი 11,700 ადამიანით არის გაზრდილი. შედარებით მკვეთრი შემცირებებია HORECA და ვაჭრობის სექტორებში
  • ამჟამად უნაღდო დანახარჯების წლიური ცვლილება სექტორების ნაწილში მზარდი დინამიკით ხასიათდება, თუმცა მნიშვნელოვანია უნაღდო ანგარიშსწორების წილის ზრდა და რიგ შემთხვევაში სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი
  • საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების ეტაპობრივი ნორმალიზაცია შეიმჩნევა რასაც სახელმწიფო მხარდაჭერის გეგმის ამოქმედება მნიშვნელოვნად დააჩქარებს
  • სასტუმროების სექტორში ჯავშნების დინამიკა მზარდია, ძირითადად შიდა ტურიზმის ხარჯზე, თუმცა საზღვრების გასნის გადადების ფონზე, სექტორის მოლოდინების 2020 წლისთვის რამენადმე გაუარესებულია
Start a conversation