COVID-19: აღდგენის დინამიკა

26 Jun, 2020
image
  • გაყიდული ბინების ტრანზაქციების რეგისტრაცია სტაბილურად უმჯობესდება. წლიურმა ცვლილებამ -41% შეადგინა
  • 2019 წლის ივნისის დასაწყისის სუსტი საბაზისო ეფექტის გასვლის შემდეგ, იპოთეკური სესხების გაცემების წლიური დინამიკა -32%-მდე შემცირდა
  • ივნისის პირველ კვირაში მკვეთრი ზრდის შემდეგ, ტანსაცმელზე უნაღდო ხარჯვა შედარებით დასტაბილურდა. წლიურმა ზრდამ +34% შეადგინა
  • სამშენებლო მასალებსა და გრძელვადიან საქონელზე უნაღდო ხარჯვაში მცირედი შენელების შემდეგ, ზრდის ტემპი დასტაბილურებას იწყებს
  • საკვებ ობიექტებში გაუმჯობესება გრძელდება. გასულ კვირაში ზრდის ტემპმა წ/წ -38% შეადგინა
  • ადგილობრივი ტურიზმის ხარჯზე სასტუმროებში უნაღდო დანახარჯების დინამიკა მცირედით უმჯობესდებოდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში
  • შერჩეული სასტუმროებისათვის ივნისში დატვირთულობა ზრდას განაგრძობს, თუმცა შემდეგი თვეების ჯავშნების უმეტესობა COVID 19-ის წინა პერიოდამდეა განხორციელებული
  • კურსის ეფექტის გამორიცხვით, საგარეო გადარიცხვების ზრდა ივნისის მესამე კვირაში დადებითი გახდა და წ/წ +7% შეადგინა
Start a conversation