კვლევის შესახებ

თიბისი კაპიტალში კარგად ვაცნობიერებთ, რომ კომპლექსურ კვლევას  მიმზიდველი საინვესტიციო შესაძლებლობების შეფასებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. უფრო მეტიც, გვჯერა, რომ ინფორმირებული ინვესტორებისთვის, სექტორალური და მაკროანალიზი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ჯანსაღი არგუმენტაციის მოსამზადებელი ძირითადი საფუძველია. საქართველოს სწრაფად მზარდ ბაზარზე ინვესტორებს კომპლექსურ მონაცემებთან რეალურ დროში წვდომა და სტრუქტურირებული, ანალიტიკური მიდგომები სჭირდებათ. თიბისი კაპიტალის კვლევითი მიმართულების მთავარი ამოცანა  ეკონომიკურ სექტორებთან,  კონკრეტულად, საქართველოსა და რეგიონში კომპანიებსა და კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების შესახებ კომპლექსური მოსაზრების ჩამოყალიბებაა.

მომსახურება

მაკროეკონომიკა

ჩვენი მაკროეკონომიკური ანგარიშები ჩვენს კლიენტებს სთავაზობს ექსპერტულ მოსაზრებებს, საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკის განვითარების ტენდენციების ანალიზს ძირითად მაკროტენდენციებთან და პროგნოზებთან დაკავშირებით.

სექტორული კვლევები

ჩვენი სექტორალური ანგარიშები გთავაზობთ მიმდინარე ტენდენციებისა და პერსპექტივების სიღრმისეულ შეფასებას საქართველოში ბიზნესსექტორების მთელი სპექტრის ჭრილში. ანგარიშების საშუალებით ინვესტორები ეცნობიან უნიკალურ, ექსპერტულ შეხედულებებს დინამიკური ეკონომიკის დარგებში არსებულ შესაძლებლობებთან მიმართებაში.

ფინანსური ბაზრები

ფიქსირებული შემოსავლის შესახებ ჩვენი კვლევა საქართველოში კაპიტალის ბაზრების განვითარებას შეეხება და მოიცავს კორპორატიულ საწარმოებს როგორც საქართველოში, ისე რეგიონში. ჩვენ მუდმივად ვაწვდით ინვესტორებს ინფრომაციას და ექსპერტულ დასკვნებს ბაზრების შესახებ.

ყოველკვირეული განახლება

ყოველკვირეულად განახლებული ინფორმაცია მოიცავს ძირითად ეროვნულ ეკონომიკურ და ფინანსურ სიახლეებს. ამიტომ მკითხველები ინფორმირებულები არიან უახლესი ტენდენციების შესახებ.

კონკრეტულ საჭიროებებს მორგებული ანგარიშები

ჩვენი უნიკალური ექსპერტიზისა და გამოცდილების მაქსიმალურად გამოყენებით კლიენტებს კვლევაზე დაფუძნებულ, მათზე მორგებულ გადაწყვეტილებებს ვთავაზობთ.

მოგვწერეთ
გამოიწერეთ სიახლეები