ნოემბერში, წინა თვეების მსგავსად, საქონლით ვაჭრობისა და ფულადი გზავნილების დინამიკამ ძლიერი ზრდის ტემპი გამოავლინა
2021 წლის აგვისტოდან მოყოლებული ტურისტული შემოსავლების აღდგენის ნელი ტემპი ნოემბერშიც გაგრძელდა და აშშ დოლარში გამოხატვით, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემოსავლებმა 55.0% შეადგინა
ჯამურ შემოდინებებთან შედარებით ნოემბერში უფრო ძლიერი იმპორტის გამო წმინდა შემოდინებები გაუარესდა, თუმცა, ამავე პერიოდში ლარში ინვესტირება გაიზარდა
თურქულმა ლირამ ახალი ანტი-რეკორდი დაამყარა, თუმცა ლირის ბოლოდროინდელი გაუფასურება ისტორიულად გამოირჩევა როგორც იდიოსინკრატული შოკი
მესამე კვარტალში ნომინალური ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა რეალურ გამოხატულებაში შემცირება დაფიქსირდა
ამავე პერიოდში, პროდუქციის ერთეულზე პერსონალის ხარჯი გაიზარდა, თუმცა მატება ინფლაციის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი იყო, რაც თანხვედრაშია ინფლაციის ნორმალიზების ჩვენს პროგნოზთან