აღდგენის დინამიკა

11 დეკ, 2020
image
  • დეკემბრის პირველ კვირაში თბილისში ბინების გაყიდვის ტრანზაქციების 7-დღიანი საშუალო კვლავ ზრდის დადებით ნიშნულზეა
  • 6 ივლისიდან გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი 35.1%-ია
  • ფარმაციისა და საყოფაცხოვრებო საქონლის კატეგორიებზე რეზიდენტების მიერ უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდის ტემპი სტაბილურ დონეს დაუბრუნდა, ხოლო ყველა სხვა კატეგორიაში მკვეთრი კუმულაციური ვარდნა შეიმჩნევა მობილობის და ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვების შედეგად
  • დეკემბრის სამომავლო დატვირთულობამ 1% შეადგინა ზღვისპირა სასტუმროებში, 3% თბილისში და 6% სხვა რეგიონებში, ხოლო კახეთში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირდა და 7% შეადგინა
  • 30 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე პერიოდში თიბისის არხებში ფულადი შემოდინებების ზრდის ტემპი წინა წლის ტემპს უტოლდება
  • შეზღუდვების მეორე ტალღის ამოქმედების ეფექტი გუგლის მობილობის დინამიკაში აისახა
მოგვწერეთ
გამოიწერეთ სიახლეები