მაკრო-სექტორული მიმოხილვა

30 მარ, 2021
image

COVID-19-ის გავრცელების დინამიკა და ტურიზმის აღდგენის მოლოდინები

  • ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით კვლავ მაღალი გაურკვევლობაა; ამასთან, მომატებულია მესამე ტალღის რისკები
  • საბაზო სცენარით, 2021 წელს 2019 წლის განმავლობაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის 25% აღდგება, ხოლო 2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 90%-ს მიაღწევს

 

ძირითადი მაკრო პარამეტრები

  • 2020 წლის განმავლობაში არა-ტურისტულმა შემოსავლებმა მდგრადობა გამოავლინა, განსაკუთრებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მე-4 კვარტალის ერთჯერადი შემთხვევით შესწორების შემდეგ
  • 2021 წლის პერსპექტივა ოდნავ გაუარესებულია, თუმცა 2022 კვლავ აღდგენის წელიწადია
  • სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების აღდგენის დინამიკა ვირუსის შეკავებასთან ერთად დიდწილად თანხვედრაშია თიბისი კაპიტალის ზრდის პროგნოზთან
  • მთავრობის დაფინანსება 2021 წელსაც საკმაოდ მასშტაბურია
  • ლარის როგორც რეალური ეფექტური, ისე ორმხრივი გაცვლითი კურსები კვლავ გაუფასურებული რჩება
  • დოლარის გამყარების ალბათობა გაზრდილია, თუმცა დოლარი ისედაც მყარი და ციკლურია
  • წინა პროგნოზთან შედარებით ლარი აშშ დოლარის გაცვლითი კურსის მოლოდინები მცირედით გაუარესებულია. ლარი აშშ დოლარის გაცვლითი კურსის მოლოდინი 3.2 – 3.5 -ის ფარგლებშია
  • 2021 წლის ბოლოს სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდის პროგნოზი 6.0-7.0%-ს შეადგენს
  • მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრების ალბათობა გაზრდილია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ უცხოურ ვალუტასა და ლარს შორის არსებული საპროცენტო დიფერენციალი რეკორდულად მაღალია

 

მოსალოდნელი ზეგავლენა ბიზნეს სექტორზე

  • გლობალურად მეტად დაზარალებულ ინდუსტრიებში, ვაქცინაციის პროცესის პარალელურად, აღდგენა გრძელდება
  • საბაზო სცენარით, საქართველოში სექტორების უმეტესობა კრიზისამდელ მაჩვენებელს 2022 წელს დაუბრუნდება
  • სასტუმროების ინდუსტრიაში, ფრენების ნაწილობრივ აღდგენის პარალელურად, მცირედი გაუმჯობესება შეინიშნება
  • თბილისისა და ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე 2021 წლის დასაწყისში ვარდნის ტემპი შენელდა. სექტორის კრიზისამდელ მაჩვენებელზე დაბრუნდება 2022 წელსაა ნავარაუდევი
  • ციკლური სამომხმარებლო საქონლის სექტორებში შეზღუდვების დროს გაყიდვები მნიშვნელოვნად მცირდებოდა. ამასთან, ელ. კომერციის წილის ზრდამ გარკვეულად შეამსუბუქა ვარდნა შერჩეულ ქვე-სექტორებში. ელექტრონიკისა და ავეჯის სექტორებში გაყიდვების კრიზისამდელ მაჩვენებლამდე აღდგენა 2021 წელს არის ნავარაუდევი. ტანსაცმლის სექტორში აღდგენას შედარებით მეტი დრო დასჭირდება
  • კომერციული უძრავი ქონების შემცირება 2020 წელს ძირითადად იჯარის განაკვეთის შემცირებით იყო გამოწვეული, ხოლო დატვირთულობის მაჩვენებელი მეტ-ნაკლებად სტაბილური დარჩა. ამასთან, საოფისე და სავაჭრო ფართებში გრძელვადიანად შედარებით ნაკლები ზრდაა ნავარაუდევი
მოგვწერე
გამოიწერე სიახლეები