მაკრო-სექტორული განახლება: ეკონომიკის გადატვირთვა

1 ივლ, 2021
image

მაკროეკონომიკური მიმოხილვა

  • საქართველოს მშპ-ის ზრდა მოსალოდნელზე ძლიერია
  • მნიშვნელოვანია, რომ მაღალი ზრდა მხოლოდ ნაწილობრივ არის განპირობებული ტურისტული შემოსავლების აღდგენით
  • თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2019 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის 40% 2021 წელს აღდგება, ხოლო 2022 წლის მაჩვენებელი 2019 წლის 90%-ს მიაღწევს
  • პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მშპ-ის რეალური ზრდა 2021 წელს დაახლოებით 10.5% იქნება, 2022 წელს კი - 6.5%
  • ინფლაცია 2021 წლის ბოლოსთვის 7.4%-ს მიაღწევს, 2022 წლისთვის კი 3%-იან სამიზნე ნიშნულზე დაბალი იქნება
  • ინფლაციის შემცირებისა და ტურისტული შემოდინებების სრულად აღდგენის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შერბილებაა მოსალოდნელი
  • დოლარი/ლარის კურსი წლის ბოლოსთვის 3.0-3.3 ინტერვალშია ნავარაუდები

 

 

მოსალოდნელი ზეგავლენა ბიზნეს სექტორზე

  • საერთაშორისო ინდექსები: სექტორების უმეტესობა ზრდას განაგრძობს; პრე-კრიზისულ დონეს ავიაციის და ნავთობის & გაზის ინდუსტრიები ჩამორჩება
  • შერჩეულ ქვეყნებში ტურისტული ვიზიტების აღდგენა არაერთგვაროვანია
  • სასტუმროები: გაუმჯობესებული ტურიზმის პროგნოზის, დატვირთულობისა და უნაღდო დანახარჯების ეტაპობრივი აღდგენის გათვალისწინებით, განახლებული მოლოდინებით, RevPAR 2023 წელს პრე-პანდემიურ დონეს 12%-ით ჩამოუვარდება
  • დეველოპმენტი: თბილისში გაყიდვების დინამიკის აღდგენის და იჯარის შემოსავლიანობის გაუმჯობესების გათვალისწინებით, გაყიდვები კრიზისამდელ ნიშნულს 2021 წელს გადააჭარბებს
მოგვწერეთ
გამოიწერეთ სიახლეები