მაკრო-სექტორული განახლება

23 სექ, 2021
image

მაკროეკონომიკური მიმოხილვა

  • ეკონომიკის გადატვირთვა დივერსიფიცირებულია, რადგანაც ზრდას განაპირობებს, როგორც ტურისტული, ასევე არატურისტული სექტორი
  • აგვისტოში ტურიზმის აღდგენა შენელდა, თუმცა მხოლოდ ზომიერად
  • დანაზოგების შემცირება ეკონომიკას დამატებით ასტიმულირებს
  • 2021 წლისთვის თიბისი კაპიტალის წინა, 10%-ზე მაღალი ზრდის პროგნოზი შენარჩუნებულია
  • მაღალი ინფლაცია გამოწვევაა და მისი შემცირება მხოლოდ 2022 წელსაა მოსალოდნელი
  • მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დაწევა მომდევნო წლის მეორე კვარტალიდან უნდა დაიწყოს
  • საბაზო სცენარი 2021 წელს ლარის მნიშვნელოვან მერყეობას არ ითვალისწინებს, 2022 წელს კი მცირედი გამყარების მოლოდინია

 

მოსალოდნელი გავლენა ბიზნეს სექტორზე

  • 2021 წელს ფარმაცია, FMCG და ჯანდაცვა, ნომინალური მნიშვნელობებით, 2019 წლის ნიშნულებს 10 პროცენტზე მეტით გადააჭარბებს
  • ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 37.5%-ით აღდგება 2021 წელს
  • ტურიზმს პანდემიის შედეგებთან გამკლავება 2022 წელსაც მოუწევს და 2019 წლის ნიშნულს მხოლოდ 2023-ში დაუბრუნდება
  • საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორი აღდგენას განაგრძობს. 2021 წელს ტრანზაქციების რაოდენობა 3.8%ით გადააჭარბებს 2019 წლის დონეს, ხოლო ფასი თითქმის იმავე ნიშნულზე დარჩება

 

 

მოგვწერეთ
გამოიწერეთ სიახლეები