აღდგენის დინამიკა

15 იან, 2021
image
  • 2021 წლის დასაწყისში ახალ გაცემულ იპოთეკურ სესხებში მცირედი წლიური კლება შეინიშნება
  • თბილისში ბინების გაყიდვების ტრანზაქციების რეგისტრაციაში 2021 წლის პირველ კვირაში სისუსტე შეინიშნება
  • შეზღუდვების განახლება უარყოფითად აისახა სხვადასხვა სექტორებში ხარჯვის დინამიკაზე. ზრდა უარყოფით ნიშნულს დაუბრუნდა ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო საქონლის, ტექნიკის და სამშენებლო მასალების სექტორებში
  • უნაღდო დანახარჯები HORECA სექტორში მცირედით გაუმჯობესდა, რაც სადღესასწაულო პერიოდში ადგილობრივი ტურიზმის გააქტიურებით აიხსნება
  • გასულ კვირასთან შედარებით იანვრის სამომავლო დატვირთულობა გაზრდილია ყველა რეგიონში
  • თიბისის არხებით განხორციელებული ფულადი გზავნილების ზრდა 2021 წელს ორნიშნა ნიშნულზეა
მოგვწერე