ვირუსის გავრცელების ტემპი მნიშვნელოვნად იზრდება და რიგ ქვეყნებში ბრუნდება მობილობის მკაცრი შეზღუდვები, ამასთან ფატალობის მაჩვენებელი დაბალი რჩება, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად მკურნალობის გაუმჯობესებულ მეთოდებს უკავშირდება
ტურიზმის მოლოდინები კვლავ გაუარესდა, თუმცა ნარჩუნდება ხედვა, რომ საქართველოში შეზღუდვების მოხსნის შემდგომ აღდგენა სწრაფად მოხდება
არა-ტურისტული ეკონომიკის აღდგენა მოსალოდნელზე ძლიერია, ამასთან, შეზღუდვების გაზრდილი ალბათობა და რეგიონული კონფლიქტი რისკებს წარმოადგენს. მოსალოდნელია, რომ ფისკალური სტიმული დაგეგმილზე ძლიერი იქნება
2021 წლის მეორე ნახევრამდე რეფინანსირების განაკვეთის შემცირება არ არის მოსალოდნელი. ასევე, საგარეო დაფინანსების არსებული გეგმის პირობებში სავალუტო ინტერვენციების გასაგრძელებლად რესურსი საკმარისია, თუმცა ევრობონდის დაფარვის გეგმა გარკვეულ რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული
ლარის ეფექტური კურსის არსებულ დონეზე შენარჩუნების პირობებში ინფლაცია მომდევნო თვეებში სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს დარჩება
მიუხედავად ლირის და რუბლის გაუფასურებისა, ლარის ეფექტური კურსი არ გამყარებულა. რეგიონის ვალუტების დაახ. არსებულ დონეზე შენარჩუნება და სავალუტო ინტერვენციების გაგრძელება ლარის არსებულ დონესთან ახლოს შენარჩუნების წინაპირობაა. ამასთან, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება განვითრებადი ქვეყნების ვალუტებისთვის პოზიტიური განვითარება იქნება
განთავსების სექტორში ტურიზმის გაუარესებული მოლოდინების ფონზე 2021-2022წ. დოლარის RevPAR-ის გაუარესებაა მოსლაოდნელი
საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში მოლოდინების მცირედ გაუარესება ძირითადად ბათუმის ნეგატიურ დინამიკას უკავშირდება, სადაც როგორც რაოდენობის, ისე გასაყიდი ფასის უფრო მკვეთრი კლება მოსალოდნელი; ივლისის შემდეგ გაცემულ იპოთეკებში სუბსიდირების წილი დაახ. 1/3 შეადგენს
კომერციული უძრავი ქონების სექტორში ეპიდ-სიტუაციის გართულებასთან ერთად სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში სავაჭრო ცენტრებში მობილობის კლება ფიქსირდება, ხოლო ოფისში მობილობის კლება ამ დროისათვის წლიურად დაახ. 20-25%-ის ფარგლებში შეჩერდა. შედარებით გრძელვადიან პერიოდში დაქირავებით დასაქმების ზრდა და ურბანიზაცია საოფისე ფართებისთვი დადებითი ფაქტორია