მაკრო-სექტორული მიმოხილვა

16 სექ, 2020
image

COVID-19-ის გავრცელების დინამიკა და ტურიზმის აღდგენის მოლოდინები

  • ვირუსის მაჩვენებელი იზრდება საქართველოსა და რიგ ქვეყნებში, თუმცა ვაქცინა სავარაუდოდ მომდევნო თვეებში იქნება ხელმისაწვდომი, ამასთან მკურნალობის მეთოდების დახვეწასთან ერთად ფატალობის მაჩვენებელი მცირდება
  • ტურისტული შემოდინებების მნიშვნელოვანი აღდგენა 2021 წლის მეორე კვარტლიდანაა მოსალოდნელი, ხოლო კრიზისამდელ მაჩვენებელზე დაბრუნება 2022 წლიდან. საქართველოში შემომავალი ტურიზმის სტრუქტურა ხელს შეუწყობს ინდუსტრიის შედარებით სწრაფ აღდგენას. ინიციატივა „Remotely from Georgia” სცენარის გაუარესების შემთხვევაში შესაძლოა შემამსუბუქებელი ფაქტორი იყოს

 

ძირითადი მაკრო პარამეტრები

  • 2020 წელს მშპ-ის ვარდნა 5.0/5.5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, თუმცა ვირუსის მატების პირობებში, დამატებითი ფისკალური სტიმულის გარეშე, 2020 წლის ზრდა პროგნოზის ქვედა ზღვრისკენ იქნება გადახრილი. 2021 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის კრიზისამდელ მაჩვენებელთან დაბრუნება; ტურიზმის აღდგენამდე, ფისკალური ხარჯები ზრდის მთავარ ხელშემწყობად რჩება
  • წლის ბოლოსათვის ინფლაცია 3%-იან ნიშნულს დაუბრუნდება. მიუხედავად ინფლაციის შედარებით დაბალი მაჩვენებლისა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მკვეთრი შემცირება არ არის მოსალოდნელი რადგან გაცვლითი კურსი კვლავ მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია ფასების ზრდასთან მიმართებაში
  • მოსალოდნელია, რომ სავალუტო ინტერვენციებით ეროვნული ბანკი გააგრძელებს მთავრობის მიერ მოზიდული სახსრებით საგარეო შემოდინებების დანაკლისის დაბალანსებას; ამასთან, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დაბრუნების პრიორიტეტულობის პირობებში მოსალოდნელია, რომ ლარის ეფექტური და დოლარი/ლარის კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილური დარჩება
  • დასაქმების ბაზარი მოსალოდნელზე მეტეტად მდგრადია. დასაქმებულთა რაოდენობა 2020 წლის მეორე კვარტალში წ/წ 2%-ით შემცირდა. ხელფასის მიმღებთა პროცენტულად მკვეთრი შემცირება გართობის, პროფესიული მომსახურების და HORECA სექტორში შეინიშნება

 

მოსალოდნელი ზეგავლენა ბიზნეს სექტორზე

  • განთავსების სექტორში აგვისტოში გაუმჯობესება მეტწილად რეგიონებში გაგრძელდა; უკეთესი დინამიკა საშუალო და დიდ სასტუმროებში დაფიქსირდა. 2020 წელს დოლარში RevPAR-ის დაახლოებით 75%-ით კლებაა მოსალოდნელი
  • საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში აგვისტოში გაყიდვების წ/წ ცვლილებამ -17.4% შეადგინა, რაც ივლისთან შედარებით 1პპ-ით გაუმჯობესებაა. ძველი ბინების ფასები დოლარში კლებას აგრძელებს (-4.1% წ/წ), ახალი ბინების ფასი კი ზრდადია (+1.0% წ/წ) რაც ამ სეგმენტში მოთხოვნის დაბრუნებას უკავშირდება. ჯამურად, 8 თვის მანძილზე ბაზარზე გაყიდვები წ/წ 35%-ით არის შემცირებული. წლის მანძილზე ახალ ბინებში გაყიდვების დაახ. 20%-ით, ხოლო ფასის (დოლარი) დაახ. 5%-ით შემცირებაა მოსალოდნელი
  • კომერციული უძრავი ქონების სექტორში გამოკითხულ კომპანიებს შორის, სავაჭრო მოლებში შემოსავლების მეტი კლება ფიქსირდება, ვიდრე საცალო სავაჭრო ობიექტებზე გაქირავებულ ფართებში. წლის მანძილზე, სექტორში დოლარში საიჯარო შემოსავლის 20-25%-ით კლებაა მოსალოდნელი
  • მშენებლობის სექტორში 2020 წლის მეორე კვარტალში დიდი კლება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბრუნვაში დაფიქსირდა (-34% წ/წ). ინფრასტრუქტურის მშენებლობამ მეტი მდგრადობა შეინარჩუნა (2020წ. 6 თვეში +1%). წლის მანძილზე სამშენებლო სექტორის ჯამური ბრუნვის წ/წ 15%-ით შემცირებაა მოსალოდნელი
  • FMCG სექტორმა 2020 წელს. მოსალოდნელია 2019 წლის დონე შეინარჩუნოს, ორგანიზებული ბაზრის წილის ზრდის ფონზე
მოგვწერე