სუბსიდირების პროგრამის აქტიური უტილიზაციის მიუხედავად, იპოთეკური სესხების გაცემა დეკემბერში წლიურად 15.1% -ით შემცირდა. დეკემბრის თვეში სუბსიდირებული სესხების წილმა ჯამურად გაცემულ იპოთეკურ სესხებში 58% შეადგინა. ივლისის დასაწყისიდან, სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში გაცემულმა სესხებმა, ჯამურად გაცემული იპოთეკური სესხების 40% შეადგინა
შეზღუდვების დროებითი მოხსნა პოზიტიურად აისახა სხვადასხვა სექტორებში ხარჯვის დინამიკაზე. ზრდა გააქტიურდა ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, სამშენებლო მასალების და ავტომობილების შეკეთების სერვისებზე
გართობაზე, სასტუმროებსა და ფიტნესზე დანახარჯები კვლავ მკვეთრად ნეგატიური რჩება
შაბათ-კვირას სასტუმროების დატვირთულობა, განსაკუთრებით კახეთსა და თბილისში, გარკვეულწილად გაუმჯობესდა, რაც განპირობებული იყო საახალწლო პერიოდით
თიბისის არხებით განხორციელებული ფულადი გზავნილების ზრდა გაუმჯობესდა და დეკემბრის ბოლო კვირაში წლიურად 11.4% შეადგინა