25 დეკემბრის მდგომარეობით, თბილისში ბინების გაყიდვის ტრანზაქციების 7-დღიანი საშუალო ზრდა დადებით ნიშნულს დაუბრუნდა და წ/წ +1% შეადგინა
გასულ კვირაში, თიბისის არხებით უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი ფარმაციასა და სურსათის გარდა კატეგორიებზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და დადებით ნიშნულს დაუბრუნდა, რაც სავაჭრო მოლების დროებითი გახსნით და გადავადებული წინასაახალწლო მოთხოვნით იყო განპირობებული
დროებით შემსუბუქებული შეზღუდვების ფონზე, ტანსაცმელსა და საყოფაცხოვრებო საქონელზე დანახარჯების ზრდის ტემპის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება
დეკემბრის სამომავლო დატვირთულობამ 3% შეადგინა ზღვისპირა სასტუმროებში, 7% თბილისში და 9% კახეთში, ხოლო სხვა რეგიონებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირდა და დატვირთულობამ 14% შეადგინა
თიბისის არხებში ფულადი შემოდინებების ზრდის ტემპი წინა კვირასთან შედარებით გაუმჯობესდა, შემოდინებები 21-27 დეკემბრის პერიოდში 2019 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა