საინვესტიციო საბანკო საქმიანობის შესახებ

ინვესტორებს ფინანსური წარმატებისკენ მიმავალ გზაზე თიბისი კაპიტალი უზრუნველყოფს საინვესტიციო ოფციების კომპლექტით. ჩვენი პროდუქტები მორგებულია თქვენს საჭიროებებზე იმის მიხედვით, დამოუკიდებლად გსურთ ინვესტიციის განხორციელება თუ უპირატესობას პროფესიონალურ მიდგომას ანიჭებთ. ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ კლიენტების მოთხოვნები და თქვენს გამოწვევებს საქართველოსა და მსოფლიო ბაზარზე თქვენთვის შესაძლებლობების მოძიებით ვუპასუხოთ. ჩვენ გთავაზობთ აქტივებისა და საინვესტიციო სქემების ფართო არჩევანს - თვითწარმართულსა და მართულს ჩვენი ექსპერტების ხელმძღვანელობით. ჩვენ გეხმარებით გავხადოთ თქვენი საინვესტიციო სტრატეგიები ეფექტური.

კაპიტალის ბაზრები
საკონსულტაციო მომსახურება

კაპიტალის ბაზრები

თიბისი კაპიტალი ხელს უწყობს კაპიტალის მოზიდვის ოფციებთან ხელმისაწვდომობას, მაგალითად, სავალო თუ წილობრივი ინსტრუმენტების განთავსებას, საბალანსო უწყისის სტრუქტურის გაუმჯობესებას, მთლიანი ფინანსური ხარჯების შემცირებას თუ ახალი შესაძლებლობების დაფინანსებისთვის სახსრების მოზიდვას.

იმ პოტენციური ინვესტორების მონაცემთა ბაზასთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნებით, რომლებიც ახალი გარიგებების სტაბილურ ნაკადებს ელოდებიან, ჩვენ ვეხმარებით ბიზნესებს სწორად შეაფასონ ხელმისაწვდომი ოფციების სრული სპექტრი. ეს ხელს უწყობს ემიტენტების მხრიდან მოლოდინის სათანადოდ მართვას და, ამავე დროს, ინვესტორების საჭიროებებს შეესაბამება, რაც მთლიანობაში წარმატებული განთავსების შესაძლებლობებს არსებითად ზრდის.

სავალო კაპიტალის ბაზრები

ჩვენ გთავაზობთ საკონსულტაციო მომსახურებების სრულ პაკეტს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. განთავსება შესაძლოა იყოს კერძო ან საჯარო, ადგილობრივ ან მყარ ვალუტაში, პრიორიტეტული (სენიორ) ან სუბორდინირებული ობლიგაციების, არაუზრუნველყოფილი ან უზრუნველყოფილი. კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე, კლიენტებს ვთავაზობთ მათზე მორგებულ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი არხების საშუალებით შესაძლოა წარმატებით განაწილდეს ინვესტორებს შორის.

სავალო კაპიტალის ბაზრები
წილობრივი კაპიტალის ბაზრები
კერძო კაპიტალის მოზიდვა

ბოლო გარიგებები

მოგვწერეთ
გამოიწერეთ სიახლეები