საბროკერო მომსახურება
გამოცდილი ინვესტორი ხართ თუ ახალბედა, თიბისი კაპიტალი თქვენთვის უზრუნველყოფს საინვესტიციო ოფციების კომპლექტს, რომელიც საინვესტიციო მიზნების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. ჩვენი პროდუქტები მორგებულია თქვენს მოთხოვნებზე იმის მიხედვით, დამოუკიდებლად გსურთ ინვესტიციის განხორციელება თუ უპირატესობას პროფესიონალურ მიდგომას ანიჭებთ.
მომსახურებები
სავაჭრო ანგარიში
სავაჭრო ანგარიში უზრუნველყოფს თქვენს წვდომას საკუთარ პორტფოლიოსთან და შესაძლებლობას გაძლევთ თქვენ თვითონ ივაჭროთ ჩვენი დინამიკური ონლაინ სავაჭრო პლატფორმის ისეთი მექანიზმების გამოყენებით, როგორებიცაა თიბისი კაპიტალის ვებთრეიდერი, მობაილ თრეიდერი და პროფესიონალური სავაჭრო პლატფორმა.
საბროკერო ანგარიში
ბროკერის მიერ შექმნილი ანგარიში, საშუალებას გაძლევთ ივაჭროთ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე თიბისი კაპიტალის სანდო ბროკერთან სატელეფონო ზარის განხორციელებით ან მასთან ელექტრონული წერილის გაგზავნით.
ფასიანი ქაღალდების შენახვა და აღრიცხვა
ფასიანი ქაღალდების შენახვა და აღრიცხვა უზრუნველყოფს თქვენი პორტფელის ფინანსური ინსტრუმენტების დაცვას: ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავლის განაწილება, ფასიანი ქაღალდების და კუპონის გადახდების ანაზღაურება; ფასიანი ქაღალდების დაგირავება აღსრულების პირობით და გირავნობის ოპერაციების აღრიცხვა; ფასიანი ქაღალდების დაცვა ქურდობის, დაზიანების თუ განადგურების შემთხვევებისაგან; შეკვეთების მკაცრი მონიტორინგი; და ბროკერის მიერ ფასიანი ქაღალდების ტრანზაქციებთან დაკავშირებული ყველა სახის დავალების თქვენი საჭირობების შესაბამისად თქვენთვის მორგება.
რატომ უნდა განახორციელოთ ინვესტიცია ჩვენი დახმარებით
კლიენტზე მორგებული მიდგომა
გვეამაყება, რომ კლიენტებს საუკეთესო მომსახურებას ვთავაზობთ. ჩვენი სანდო ბროკერები ყოველთვის მზად არიან უპასუხონ თქვენს შეკითხვებს.
ბაზრის კვლევა
თიბისი კაპიტალის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მიწვდეთ 135 ბაზარს 30-ზე მეტ ვალუტაში, სასაზღვრო ბაზრებს და სავაჭრო აქტივების მრავალ კატეგორიას.
ანაგრიშის დაცვა
1999 წლიდან ვართ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ის) მიერ ლიცენზირებული საბროკერო სადილერო კომპანია. თიბისი კაპიტალის საშუალებით თქვენი აქტივები პირველი დონის მეურვეობის ქვეშ იმყოფება.
მრავალაქტივიანი სავაჭრო პლატფორმა
მხოლოდ ახლა შეაბიჯებთ ინვესტიციის სამყაროში თუ უფრო სწრაფი და ეფექტიანი პორტფოლიოს მართვით დაინტერესებული გამოცდილი თრეიდერი ხართ, თიბისი კაპიტალის ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა თქვენი საინვესტიციო მიზნების თქვენ მიერ მისაღწევად აუცილებელი მექანიზმებით და მხარდაჭერით უზრუნველგყოფთ.
ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს წვდომას 135 გაცვლით ოპერაციაზე 30 ქვეყანაში და საშუალებას გაძლევთ ივაჭროთ აქტივების ფართო არჩევანით, მათ შორის, წილებით, გაცვლითი-სავაჭრო ფონდებით, ვალუტებით, დერივატივებით და სხვა. ჩვენს სისტემაში მრავალ შესაძლებლობაზე გექნებათ წვდომა: